Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi City Centre
1 Rose Revolution Square, 0108, T'bilisi, Tbilisi, Georgia
0 位关注者
2005 წელს საგანმანათლებლო სააგენტოს ბაზაზე დაარსდა ELL –ის ინგლისური ენის ცენტრი. მას შემდეგ ცენტრში ფუნქციონირებს ზოგადი ინგლისური ენისა და საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი კურსები: KET, PET, FCE, CAE, IELTS და ასევე TOEFL.2015 წელს Cambridge English Language Assessment -მა, ELL -ის ინგლისური ენის ცენტრი აღიარა საქართველოში საუკეთესო ენის ცენტრად, რომელიც ამზადებს სტუდენტებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისათვის და მიანიჭა მას შესაბამისი კვალიფიკაციის სერთიფიკატი. ყოველწლიურად ELL -ის ინგლისური ენის ცენტრს გადაეცემა სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ELL-ის პარტნიორობას კემბრიჯის საერთაშორისო შეფასების ცენტრთან და აღიარებს მას როგორც საუკეთესო ინგლისური ენის სასწავლო ცენტრს, რომელიც ამზადებს სტუდენტებს კემბრიჯის გამოცდებისთვის და IELTS-ისთვის.2013 წლიდან ELL -ის ინგლისური ენის ცენტრი არის ბრიტანეთის საბჭოს ბონუს პროგრამის „Advantage” -ის წევრი. 2013-2023 წლებში ცენტრი გახდა ამ პროგრამის ვერცხლის, ხოლო შემდგომში ოქროს დონის მფლობელი. 2024 წელს ELL-მა მოიპოვა წევრობის პრემიუმ (PREMIUM) დონე, ყოველწლიურად დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობის და წარმატების გაზრდით და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით.ELL თითოეული თანამშრომელი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია. მათ გავლილი აქვთ სხვადასხვა ტრენინგები, ჩაბარებული აქვთ საერთაშორისო გამოცდები განათლების სფეროში და იწოდებიან სერთიფიცირებულ განათლების მენეჯერებად (Counselor), რაც დადასტურებულია შესაბამისი სერთიფიკატებით.ELL არის ოფიციალური პარტნიორი შემდეგი ორგანიზაციების:English UK partner AgencyICEF Agency (Germany)British Councilსაერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმები და შეხვედრები, რომელშიც ELL მონაწილეობს:Studyworld – LondonAlphe UK - LondonBritish Boarding School Workshop - UKEnglish UK workshopsICEF BerlinICEF Higher Education workshopsUCAS - International Teachers and Advisers Conference LondonBritish Council International Agent Fairs